გოგა ბითაძე, მილუოკი ბაქსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის ბოლო მატჩი რეგულარულში - ორლანდომ ბაქსს მოუგო და პლეი-ოფში ითამაშებს

NBA-ის რეგულარული სეზონის დასკვნით სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 113:88 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. გოგამ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 3 მოხსნისა და 1 ასისტის შესრულება მოასწრო. ბითაძეს ერთხელ ჰქონდა ქულის აღების მცდელობა, თუმცა, მისი სამქულიანი არაზუსტი გამოდგა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „მეჯიქის“ ლიდერი, პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც 35 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 11 მოხსნა, 7 ასისტი. მილუოკიდან კი ბობი პორტისი გამოირჩა - 17 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი.

„ორლანდო მეჯიქმა“ რეგულარული სეზონი 47 მოგებითა და 35 მარცხით დაასრულა. გოგა ბითაძის გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოპოვიჩი: მამუმ დაიმსახურა, რომ მისი კონტრაქტი განვიხილოთ
პოპოვიჩი: მამუმ დაიმსახურა, რომ მისი კონტრაქტი განვიხილოთ