იურგენ კლოპი, მიკელ არტეტა
Aa
Aa

საშინელება და კოშმარი - კლოპი და არტეტა მტკივნეული მარცხების შემდეგ

დღეს გამართული ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩები სენსაციებით სავსე გამოდგა. „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „კრისტალ პალასთან“ (0-1), „არსენალი“ კი ასევე შინაურ კედლებში „ასტონ ვილასთან (0-2) დამარცხდა. შედეგად, სატურნირო ცხრილის სათავეში „მანჩესტერ სიტი“ დარჩა, რომელმაც გუშინ „ლუტონი“ 5-1 დაამარცხა. მტკივნეული მარცხების შემდეგ მერსისაიდული და ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელების, იურგენ კლოპისა და მიკელ არტეტას კომენტარები საინტერესო აღმოჩნდა.

რა თქვა კლოპმა

ეს უბრალოდ საშინელებაა, რომ ასეთი უპირატესობის ფონზე გატანა ვერ მოვახერხეთ. უნდა გაეტანა კერტის ჯონსს, ჰქონდა საგოლე შანსი დარვინ ნუნიესს, რომელმაც მთელი ძალით დაარტყა და ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, მეკარეს შანსი არ ექნებოდა. ასევე ახლოს იყვნენ მიზანთან დიოგო ჟოტა და მოჰამედ სალაჰი. ჩვენ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ და გარკვეული დრო დაგვჭირდება ამ სტრესიდან გამოსასვლელად. წავაგეთ ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს დასასრულია და ჩემი ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობის იმედი მაქვს.

რა თქვა არტეტამ

ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ - პირველში ვდომინირებდით და 3-4 გოლი უნდა გაგვეტანა. შესვენების შემდეგ კი იგივე იმპულსი არ გაგვყვა და ორი კოშმარული ბურთი გავუშვით. როდესაც სიტუაციის გამოსწორება შეცვლებით მინდოდა, გოლი სწორედ მაშინ მივიღეთ და ყველაფერი გართულდა. რატომ გავიყვანე ოდეგორი? ფეხი იტკინა და გარისკვა აღარ მსურდა.

ოცდათორმეტი თამაშის შემდეგ 73 ქულით სატურნირო ცხრილს „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „არსენალსა“ და „ლივერპულს“ კი 71-71 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში „მეთოფეები“ და მერსისაიდელები სტუმრად შესაბამისად „ვულვზთან“ და „ფულჰემთან“ ითამაშებენ. „ქალაქელები“ კი ასევე სტუმრად „ტოტენჰემს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შენ ეს მოგეწონა?“ - კლოპი ჟურნალისტს ღიად დაუპირისპირდა
“შენ ეს მოგეწონა?“ - კლოპი ჟურნალისტს ღიად დაუპირისპირდა