თორნიკე შენგელია, ლუკა ბანკი
Aa
Aa

ვირტუსმა ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ მოიგო - შენგელიას 8 ქულა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ დარბაზში „კრემონა“ 8-ქულიანი სხვაობით 93-85 დაამარცხა და რეგულარულ პირველობაში მე-19 გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიასთვის ეს მატჩი საუკეთესო არ ყოფილა - ბოლონიის გუნდის ქართველმა ლეგიონერმა 8 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.

ორ დღეში ევროლიგაში „ანადოლუ ეფესთან“ გასამართი მატჩის წინ, მთავარმა მწვრთნელმა ლუკა ბანკმა 32 წლის ქართველი შედარებით ნაკლებად დატვირთა და 19 წუთი ათამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი მოცეულ დროში ხუთიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ერთადერთი მოხსნა დაცვაში თამაშისას შეასრულა, სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ორჯერ ჩაჭრა ბურთი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ მომდევნო შეხვედრას შენგელია და მისი თანაგუნდელები 16 აპრილს ევროლიგაში თურქეთში ადგილობრივ „ეფესთან“ გამართავენ. იტალიის ჩემპიონატში კი 21 აპრილს „რეჯინას“ უმასპინძლებენ. 19 მოგებითა და 8 წაგებით „ვირტუსი“ სერია A-ში მეორე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვირტუსმა წაგებათა სერია დაასრულა - შენგელია საუკეთესო იყო
ვირტუსმა წაგებათა სერია დაასრულა - შენგელია საუკეთესო იყო