გიორგი ქვილითაია, აპოელი, ლაშა დვალი
Aa
Aa

ქვილითაიას გოლი - აპოელმა მოიგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის „აპოელი“ სტუმრად „პაფოსს“ დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა.

ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაია კი 85-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:2 იყო.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა შემტევმა თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 59-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, „აპოელმა“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ზუსტად გიორგი ქვილითაიამ შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. 67-ე წუთზე მარკინიოსმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით, „აპოელმა“ ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე ნიქოზიელებს 69 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან აეკ-ს 3 ქულით უსწრებენ.

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „აპოელის“ მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ანათებს, შეუჩერებელი ხდება“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს
„როცა ანათებს, შეუჩერებელი ხდება“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს