ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ფროზინონე, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

“დღეს ძალიან ცხელოდა“ - კალცონა ფროზინონესთან მატჩის შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ფროზინონეს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Sky-სთან კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კალცონამ?

„მატჩი არასწორად წავიყვანეთ. პირველი ტაიმის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ ასე გავაგრძელებდით ვერ მოვიგებდით. მაქსიმალურად ვცდილობდით ბურთის წინ აწევას, მაგრამ ეს პრობლემა იყო და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. ბურთის უკან დაბრუნებისას უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ.

„ფროზინონე“ კარგ ფეხბურთს თამაშობს და მთელი კვირა ამ მატჩის საფრთხეებზე ვსაუბრობდი. დამაგვირგვინებელ ფაზაში გაცილებით უკეთესები უნდა ვიყოთ. გაშვებული გოლების გამო ვწუხვარ. ამ სეზონში ძალიან ბევრი გავუშვით. მაშინაც კი, როცა 1:0-ს ვიგებდით, თავს მყარად ვერ ვგრძნობდით.

გავაფრთხილე ბიჭები, რომ განსაკუთრებული დუელი იქნებოდა. დღეს ძალიან ცხელოდა. არც თუ ისე ახალგაზრდული გუნდი ვართ. იმედი მქონდა, რომ პრობლემებს გავუმკლავდებოდით. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. საერთო ჯამში უკმაყოფილო ვარ.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ 49 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. კალცონას გუნდის მთავარი მიზანი ევრო ტურნირზე მოხვედრაა. „პარტენოპეის“ მხრიდან დღეს გოლები პოლიტანომ და ოსიმენმა გაიტანა. ნიგერიელს საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბრას როლი: ტრანსფერების უზრუნველყოფა და პიოლის მომავლის განსაზღვრა
იბრას როლი: ტრანსფერების უზრუნველყოფა და პიოლის მომავლის განსაზღვრა