ხვიჩა კვარაცხელია, ფროზინონე
Aa
Aa

„როცა ანათებს, შეუჩერებელი ხდება“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ფროზინონეს“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი შემტევი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და კარისკენაც რამდენჯერმე დაარტყა, თუმცა, გოლის გატანა ვერ შეძლო. 61-ე წუთზე ხვიჩამ ვიქტორ ოსიმენს გაატანინა, რითაც ანგარიში 2:1 გახდა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა და ნეაპოლურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

რას წერენ იტალიური სააგენტოები:

Calcionapoli1926 – 6 ქულა: თამაშობდა და ბევრ აურზაურს ქმნიდა. როდესაც გუნდს უჭირდა, ერთადერთი იყო, რომელიც ანათებდა. როგორც ჩანს, ის „ნაპოლის“ ნაპერწკალია მაშინაც კი, როდესაც გოლი არ გააქვს, მაგრამ მისგან უფრო და უფრო მეტია მოსალოდნელი.

Calcionapoli24 – 6.5 ქულა: მე-10 წუთზე კაცი კარგად ჩამოიტოვა და ოსიმენი მაშინვე მეკარესთან პირისპირ დატოვა. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მეორე ნახევარში ძლიერი დარტყმით ბურთი კარისკენ გადაგზავნა, რასაც ოსიმენის გოლი მოჰყვა და ანგარიში 2:1 გახდა. რამდენიმე ცუდად შესრულებული დარტყმის შემდეგ, კონცენტრირებული იყო, რომ ზუსტად გაესროლა და დრიბლინგებიდან თითქმის ყველა დუელი მოიგო.

Footballnews24 – 6.5 ქულა: პირველ ტაიმში შედარებით მცირე დოზით ჩანდა, მეორე ნახევარში კი გუნდის თამაში საკუთარ მხრებზე დაიდო და შედეგსაც თითქმის მიაღწია.

Tuttonapoli – 5.5 ქულა: პირველ ნახევარში ბურთი რამდენჯერმე მიიღო და კარისკენაც დაარტყა, მარიო რუისგანაც მცირე მხარდაჭერა ჰქონდა. მეორე ტაიმში გაიბრწყინა და ვიქტორ ოსიმენს გოლისკენ გაუძღვა.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: როცა ანათებს, უბრალოდ შეუჩერებელი და მიუწვდომელია. მან დაიმსახურა გოლი ყველა იმ მოძრაობისა და მომენტისთვის, რომელიც თამაშში შექმნა, ხშირ შემთხვევაში კი ამას მარტო აკეთებდა. ვერ გაიტანა, მაგრამ შესრულება მაინც შესანიშნავია.

ამ ფრით, „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაირთულა. ფრანჩესკო კალცონას გუნდს 32 ტურის შემდეგ 49 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. „ნაპოლი“ ევროზონაში მყოფ „ატალანტას“, რომელსაც 50 ქულა აქვს 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა, ბერგამოელებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და დიდი შანსია, რომ სხვაობა 7-ქულამდე გაიზარდოს.

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, სტუმრად, „ემპოლისთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის საკვანძო პასები - უოტფორდის მარცხი და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილება
ჩაკვეტაძის საკვანძო პასები - უოტფორდის მარცხი და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილება