კვარას საგოლე პასი - ნაპოლიმ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა
სერია ა-ს 32-ე ტურში „ნაპოლი’’ – „ფროზინონეს’’ შეხვედრა 2:2 დასრულდა.
„პარტენოპეიში'’ ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, 63-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა ანგარიშში ასახა - 2:1. „ფროზინონემ’’ დარჩენილ დროში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 73-ე წუთზე კედირამ გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ნაპოლის'' შემადგენლობაში კვარამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, Sofascore-მა 8,8 დაუწერა. ანალოგიურად, Whoscored-ის შეფასებითაც მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო - 8,85.
გასული სეზონის სკუდეტოს გამარჯვებულმა მიმდინარე სეზონში 32-დან მხოლოდ 13 მატჩი მოიგო, 10 ფრედ დაასრულა, 9 დათმო. დღევანდელ შეხვედრაში „ნაპოლი'' ორჯერ იგებდა, თუმცა საბოლოოდ მე-17 ადგილზე მყოფ გუნდთან ქულები დაკარგა.
ამ მომენტისთვის „აძური'' 49 ქულით მე-8 ადგილზეა და მე-6 ადგილზე მყოფ „ატალანტას'' 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ბერგამოელებმა ორით ნაკლები შეხვედრა გამართეს და ევროტურნირზე გასვლის მეტი შანსი აქვთ. მეხუთეადგილოსანი ევროპა ლიგაზე ითამაშებს, მეექვსე პოზიციაზე გასული გუნდი - კონფერენს ლიგაზე.
23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს 29 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.
„ნაპოლი’’ შემდეგ შეხვედრას „ემპოლისთან’’ სტუმრად გამართავს (20 აპრილი, 20:00).