მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

ბოლო წამის კულმინაცია - ჰოლოუეიმ გეიჯი უძლიერესი დარტყმით დაანოკაუტა

UFC-ის მორიგი ქარდი ნევადაში გაიმართა, მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და BMF-ის ტიტულის მფლობელი გახდა.

MMA-ს ქომაგებმა საოცარი ბრძოლა იხილეს, შეხვედრა მაქსის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს მებრძოლები გააქტიურდნენ, რასაც საოცარი კულმინაცია მოჰყვა, მაქსმა მე-5 რაუნდის ბოლო წამზე უძლიერესი დარტყმით გეიჯი გათიშა და ასეთ დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა.

გასული წლის აგვისტოში BMF-ის ქამრის მფლობელმა ხორხე მასვიდალმა კარიერა მოულოდნელად დაასრულა, ტიტულისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯმა დასტინ პორიე გათიშა და BMF-ის ტიტულის მფლობელი გახდა, თუმცა 7 თვის შემდეგ ჯასტინმა ტიტული დათმო, როცა საუკეთესოდ მაქს ჰოლოუეი მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები