“მოაწეროს კონტრაქტს ხელი და მეჩხუბოს“ - ჰოლოუეიმ თოფურია გამოიწვია
ლას ვეგასში UFC 300-ის ეგიდით მორიგი საღამო გაიმართა, სადაც გულშემატკივრებმა დიდებული დაპირისპირება იხილეს. მაქს ჰოლოუეი ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და ბრწყინვალე ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ჰოლოუეიმ ემოციური კომენტარი გააკეთა და ილია თოფურია გამოიწვია.
ჰოლოუეი:
„მეტი პატივი ვცეთ გეიჯის, ის ნამდვილი მებრძოლია. ეს ბიჭი „მატადორი“(ილია თოფურია) ხარს გაურბის! მოაწეროს ხელი კონტრაქტს და მეჩხუბოს. ესპანეთში ან ჰავაიში სადაც გინდა იქ გეჩხუბები! ან მაჩხუბეთ მახაჩევთან! მე გლადიატორი ვარ. ყველასთვის მზად ვარ.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მიმდინარე წლის თებერვალში ლეგენდარული ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.
ამის შემდეგ, ქართველ მებრძოლს არაერთი სუპერვარსკვლავი იწვევს და გამონაკლისი არც მაქს ჰოლოუეი გახდა. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას შემდეგი ბრძოლის გამართვა ესპანეთში მადრიდის „რეალის“ სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე სურს.