შერმადინის 23 ქულა და MVP - ტენერიფემ ბილბაო დაამარცხა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და მარტივად 101:84 დაამარცხა.
???? ¡Otra más! ¡Qué manera de pelear!
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) April 13, 2024
????El #LenovoTenerife suma su decimonovena victoria liguera, tras una enorme segunda mitad
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/Xw1lsfFkOo
გიორგი შერმადინმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ჯამში ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი და 48 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში ვეტერანმა ცენტრმა 23 ქულას, 5 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
ამ შედეგით, შერმადინი მატჩის MVP გახდა. მასზე უკეთესი შედეგი ორივე გუნდში არავის ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 23 ქულიდან 7 საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა.(100%-იანი შედეგი).
ქართველმა კალათბურთელმა 10-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ზუსტი 9 აღმოჩნდა. 5 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, 2 კი მეტოქის.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „ტენერიფეს“ სატურნირო ცხრილში 38 ქულა დაუგროვდა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი „ვალენსიას“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 21 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.