ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტეფანოს ციციპასი, იანიკ სინერი, კასპერ რუუდი
Aa
Aa

მონტე კარლოს მასტერსი - რუუდმა ჯოკოვიჩს მოუგო და ფინალში ციციპასს შეხვდება

საჩოგბურთო სამყაროში თიხის სეზონია. კონკრეტულად ახლა კი მონტე კარლოს მასტერსი მიმდინარეობს, სადაც ფინალისტები გამოვლინდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ნახევარფინალური დაპირისპირებები მოულოდნელი შედეგებით დასრულდა.

კასპერ რუუდი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და სამ სეტში 6:4 1:6 6:4 დაამარცხა, ხოლო საუკეთესო ფორმაში მყოფი იანიკ სინერი სტეფანოს ციციპასს გადაეყარა.

ბერძენმა ჩოგბურთელმა დიდი ბრძოლის შედეგად სამ სეტში 6:4 3:6 6:4 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში მონტე კარლოს მასტერში ანდრეი რუბლევმა მოიგო. რუსმა ჩოგბურთელმა ფინალში ჰოლგერ რუნე დაამარცხა.

რაც შეეხება წლევანდელ ფინალისტებს, ციციპასმა ფინალამდე ლასლო ჯერე, ეჩევერი, ზვერევი, ხაჩანოვი და სინერი დაამარცხა.

რუუდმა კი ტაბილოს, ჰურკაჩის, ჰუმბერტის და ჯოკოვიჩის ბარიერი დაძლია. ფინალი 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები