გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

ზედიზედ მესამედ - კანკავა და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები არიან

 სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „სლოვანი“ ჩემპიონი გახდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მორიგ ტურში „სტრედას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და ეს ოფიციალურად ჩემპიონობისთვის საკმარისი იყო.

ისტორიულ მატჩში მონაწილეობა გურამ კაშიამ მიიღო, ხოლო ჯაბა კანკავა სამწუხაროდ განაცხადში არ იმყოფებოდა.

ამ მომენტისთვის, „სლოვანი“ 67 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ „ტრნავას“ 19 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ „სლოვანი“ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.

მიმდინარე სეზონში, ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონატში 17 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. ჯამში ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 1264 წუთი გაატარა.

რაც შეეხება გურამ კაშიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შიდა ჩემპიონატში 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მსგავსად კანკავასი 1 გოლი გაიტანა. მინდორზე კი 1106 წუთი დაყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კურტუასაც გადაასწრო - მამარდა ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!
კურტუასაც გადაასწრო - მამარდა ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!