ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, ჯონათან დავიდი
Aa
Aa

50 მილიონს იხდიან - ნაპოლის ოსიმენის შემცვლელი იპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ დატოვებს.

ნეაპოლურ გუნდთან დაახლოებული გამოცემა CalcioNapoli24 იუწყება, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ნიგერიელი თავდამსხმელის შემცვლელი იპოვა.

საუბარი „ლილის“ თავდამსხმელზე ჯონათან დავიდზეა. წყაროს ცნობით, ჯონათანი პირველი კანდიდატია. ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ მას ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

აღნიშნული თანხა იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც 1 წელიწადში ხელშეკრულება ეწურება საკმაოდ მისაღებია. აღსანიშნავია ისიც, რომ „ნაპოლისა“ და „ლილის“ შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და ფრანგული მხარე ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის.

ცნობისთვის, ჯონათან დავიდი „ლილის“ შემადგენლობაში 2020 წელს ჩაირიცხა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 176 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 81 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება ოსიმენს, ნიგერიელის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. მის მიმართ ინტერესს „ჩელსი“ იჩენს, თუმცა რადარზე საუდის არაბეთის წარმომადგენლებიც არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიერი ანრი: არის ერთი რამ, რაც ბარსელონას სხვა კლუბებისგან გამოარჩევს
ტიერი ანრი: არის ერთი რამ, რაც ბარსელონას სხვა კლუბებისგან გამოარჩევს