მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

“თითქოს არ იცოდა რას აკეთებდა“ - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე

ლიგა 1-ის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძემ გაიბრწინა. „ლანსს“ 2 გოლი გაუტანა და „მეცს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

გულშემატკივრები პარალელს „აიაქსში“ მოთამაშე მიქაუტაძეზე ავლებენ და უმეტესი მათგანი თვლის, რომ მისი ტრანსფერი მაინც შეცდომა იყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა Fox Sports Eredivisie-ს ჟურნალისტი კის კვაკმანი საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

კვაკმანი:

„“აიაქსში“ მიიყვანეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც შესაძლო იყო, რომ გუნდს ვერ შეწყობოდნენ. როდესაც გუნდში ბრობი, ფორბსი, ბერგუისი და აკპომი გყავს, სად უნდა ითამაშოს მიქაუტაძემ? გიორგის ბოლო თამაში „ჰერკულესთან“ ჰქონდა. ყველამ დავინახეთ, რომ ქართველი ფეხბურთელი გაკვირვებული იყო, თითქოს არ იცოდა რას აკეთებდა იქ.

ზოგადად, ნეგატიური გამოხმაურება საქმის კეთებას ხელს უშლის. კრიტიკა კი ზოგ ფეხბურთელზე იმაზე მეტად მოქმედებს, ვიდრე უნდა მოქმედებდეს.“

შეგახსენებთ, რომ „აიაქსმა“ მიქაუტაძე მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „მეციდან“ 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ამსტერდამულ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა. მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სტატისტიკურ გრაფაში ყველგან ნული უწერია.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ჯვაროსნების“ შემტევი იჯარის წესით „მეცში“ დაბრუნდა. ყველა ტურნირზე ერთად 15 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსში გატარებულმა პერიოდმა კვალი დატოვა“ | რა თქვა მეცის თავკაცმა გიორგიზე
„აიაქსში გატარებულმა პერიოდმა კვალი დატოვა“ | რა თქვა მეცის თავკაცმა გიორგიზე