თავი შეუძლოდ იგრძნო - ზივზივაძემ პადერბონთან მატჩი გამოტოვა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 29-ე ტურში „პადერბონი’’ – „კარლსრუეს’’ მატჩი ბუდუ ზივზივაძემ გამოტოვა. ფეხბურთელმა მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე თავი შეუძლოდ იგრძნო, გაციებულია და დიდი ალბათობით „კარლსრუეს’’ შემდეგ ტურში ბერლინის „ჰერტასთან’’ დაეხმარება.
„პადერბორნი'' - „კარლსრუეს'' შეხვედრა 1:1 დასრულდა. 29 ტურში ბუდუს გუნდმა 43 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან დიუსელდორფის „ფორტუნას'' 9 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტური რჩება.
„კარლსრუე'' ბუნდესლიგაში აღზევების შანსს ინარჩუნებს და აქედან გამომდინარე ქართველი ფეხბურთელის როლი ამ მიზნის მიღწევაში საკმაოდ დიდია, თუმცა თუ „კარლსრუე'' ბუნდესლიგაში ვერ აღზევდება, შესაძლოა ზივზივაძე ბუნდესლიგაში მაინც აღმოჩნდეს, მოსალოდნელია რომ სეზონის დასრულების შემდეგ „კარლსრუე'' ქართველ ფორვარდთან დაკავშირებით ელიტარული ლიგიდან წინადადებას ან წინადადებებს მიიღებს. ასევე გეტყვით, რომ ზივზივაძის მიმართ ინტერესს „ტრაბზონი'' იჩენს, თუმცა ბუდუს თურქეთში თამაში არ სურს.
30 წლის ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის 26 მატჩში 10 გოლი შეაგდო. 26-დან 10 მატჩი სასტარტოში დაიწყო, 10-დან 4 გოლი ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ გაიტანა.