სანდრო მამუკელაშვილი, გრეგ პოპოვიჩი
Aa
Aa

პოპოვიჩი: მამუმ დაიმსახურა, რომ მისი კონტრაქტი განვიხილოთ

NBA-ში „სან ანტონიო სპურსმა’’ „დენვერი’’ 121-120 დაამარცხა. გამარჯვებულთა ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, გუნდს ორმაგი დუბლით დაეხმარა (21 ქულა, 12 მოხსნა) და მატჩის შემდეგ ქართველზე „სან ანტონიო სპურსის'' მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ისაუბრა:

გრეგ პოპოვიჩი მამუზე: „იმ ბიჭებს შორისაა, რომლებსაც შანსი და რეგულარული სათამაშო დრო სჭირდებათ იმის გასაკეთებლად, რაც „დენვერთან'' სანდრომ გააკეთა. მსგავ გამონათებებს მთელი სეზონის განმავლობაში ვხედავდით, მათგან ზოგიერთი არადამაჯერებელი იყო, ზოგიერთი ძალიან კარგი, მაგრამ ეს მოდის კალათბურთელისგან, რომელიც კარიერას იკვალავს და სათამაშო დროის მიღებას ცდილობს. მამუმ კარგი სამუჭაო გასწია და დაიმსახურა, რომ მისი კონტრაქტი განვიხილოთ''.

შეგახსენებთ, „დენვერთან'' მოგებულ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა, მის აქტივში 21 ქულა, 12 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა. მან ცხრიდან ხუთი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. თორმეტიდან ათ შემთხვევაში სანდრომ მოხსნა დაცვაში თამაშისას შეასრულა, ორჯერ კი შეტევაში. გარდა ამისა ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და სამჯერ დაჯარიმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები