მსოფლიოში საუკეთესო ქომაგები - სანიოლის ემოციური პოსტი ისტორიულ წარმატებაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან გამარჯვებით მიღწეული ისტორიული წარმატება კიდევ ერთხელ გაიხსენა, ფრანგმა სპეციალისტმა Instagram-ში დაწერა:
„26 ფეხბურთელთან ერთად ძალიან მაღალი დონის დისციპლინა, შრომისუნარიანობა და სტაბილურობა ვაჩვენეთ. მსოფლიოში საუკეთესო ქომაგები, მადლობა... თქვენგან ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში უძლიერესი ემოციები მივიღე, მადლობა !!!’’.
ვილიმ აღნიშნულ სიტყვებს ეს ვიდეო დაურთო.
47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა 33-დან 16 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს, 12 დათმეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველომ პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართული ფეხბურთის უდიდეს გამარჯვებაში მთავარი მწვრთნელის წვლილი დიდია, ფრანგი სპეციალისტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.