გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

„აიაქსში გატარებულმა პერიოდმა კვალი დატოვა“ | რა თქვა მეცის თავკაცმა გიორგიზე

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. „ლანსთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც „მეცმა“ ქართველი თავდამსხმელის დუბლით 2:1 მოიგო, ბოლონიმ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და მიქაუტაძეზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

„დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. კარგად ვიმუშავეთ და ჩვენმა გარჯამ შედეგი გამოიღო. ბიჭებით ვამაყობ და მათგან მეტი დისციპლინა ვიხილე, რაც გახლდათ ის, რისი გაუმჯობესებაც გვმართებდა. 20 წუთის განმავლობაში იყო მომენტი, როცა მოედნის ცენტრში პოზიციებს ვერ ვპოულობდით, რათა ბალანსი შეგვექმნა. შემდეგ ვითარება შევცვალეთ და ლანსის შეკითხვებს სათანადოდ ვუპასუხეთ.

მიქაუტაძე? როცა ჩვენგან წავიდა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო. აიაქსში გატარებულმა პერიოდმა მასზე კვალი დატოვა და საკუთარ თავში ოდნავ ჩაკეტილი დაგვიბრუნდა. წასვლამდე, მოღიმარი ბიჭი იყო, დაბრუნებისას კი დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს ასაკი 5-6 წლით ჰქონდა მომატებული. მართალია, ჩვენს ჩემპიონატს კარგად იცნობს, მაგრამ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა და როცა ეს პროცესი გაიარა, შედეგებიც მივიღეთ“.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს ბოლო 2 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, მიმდინარე სეზონში კი „მეცის“ მაისურით 9 ბურთი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ბენეფისი | ლამაზი გოლები და მისი დუბლით დამარცხებული ლანსი
მიქაუტაძის ბენეფისი | ლამაზი გოლები და მისი დუბლით დამარცხებული ლანსი