გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის ბენეფისი | ლამაზი გოლები და მისი დუბლით დამარცხებული ლანსი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საკუთარ კედლებში „ლანსს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო და „მეცმა“ მიქაუტაძის დუბლით, 2:1 იმარჯვა.

მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და პირველი შანსი მეორე წუთზე შექმნეს. დანიელ ჟან ჟაკმა ფლანგზე შესანიშნავად იმოქმედა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ მიქაუტაძეს პასი არ გაუკეთა და კარისკენ დაარტყა, რასაც კუთხური მოჰყვა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი მიქაუტაძეს მიუვიდა, ვის დარტყმასაც მცველები გადაეღობნენ.

შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა. „მეცის“ მეკარე, ალექსანდრ უკიჯა შეცდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ფლორიან სოტოკამ გარდასახა. „მეცმა“ წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინა. მიქაუტაძემ მეტოქის საჯარიმოში ფენომენალურად იმოქმედა და მაგარი გოლი გაიტანა - 1:1.

პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. ქართველმა თავდამსხმელმა მცველების შეცდომით ისარგებლა და „ლანსის“ კარი ლამაზი დარტყმით აიღო. მეორე ტაიმში გიორგის კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა.

გიორგიმ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ბურთს 28-ჯერ შეეხო. „მეცის“ თავდამსხმელმა 15-დან 9 ზუსტი პასი გააკეთა, კარში 3-ჯერ დაარტყა, ერთხელ კი მისი დარტყმა დაბლოკეს. ცნობილმა სააგენტომ, Sofascore-მა მიქაუტაძეს 8.5 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ამრიგად, 29 ტურის შემდეგ, „მეცს“ 26 ქულა აქვს და „ლორიენთან“ ერთად მე-16 და მე-17 პოზიციებს იყოფს. მიქაუტაძის გუნდის მომდევნო გაჩერება „ლე ჰავრია“, რომელსაც 21 აპრილს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიბნელეში სინათლე იყო“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაზე
„სიბნელეში სინათლე იყო“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაზე