მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი, ალექს პერეირა, არმან ცარუკიანი, ჯამაჰალ ჰილი
Aa
Aa

UFC 300 | წონა ყველა მებრძოლმა ჩააბარა

UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 300 გახლავთ, რომელსაც პერედაისში მდებარე „თი მობაილ არენა“ უმასპინძლებს. დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა და ისტორიული ღონისძიების ყველა მონაწილე მებრძოლმა წონა დააფიქსირა.

UFC 300-ის მთავარი მოვლენა ალექს პერეირასა და ჯამაჰალ ჰილის საჩემპიონო ბრძოლაა. გამარჯვებული ქვემძიმე წონითი დივიზიონის ტიტულს დაისაკუთრებს და ორივე მებრძოლმა ერთნაირი წონა დააფიქსირა - 92.98 კგ.

ერთნაირი წონა ჰქონდათ ვეილი ჟანსა და იან ჟიაონანს, რომლების ქალთა უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ქამრისთვის იჩხუბებენ - 52.16. იგივე ვითარება გვქონდა ჯასტინ გეიჯისა და მაქს ჰოლოუეის წონებთან დაკავშირებით. ისინი Baddest Motherfucker-ის ქამრისთვის იჩხუბებენ და 70.76 კგ-ს იწონიან.

სატიტულო ბრძოლებიდან გადავიდეთ ჩარლზ ოლივეირასა და არმან ცარუკიანის დაპირისპირებაზე, რომლებმაც 70.76 კგ დააფიქსირეს, მეინ ქარდის გახსნით ბრძოლაში კი ბო ნიკალი კოდი ბრანდეიჯს შეხვდება - 84.36 კგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიბნელეში სინათლე იყო“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაზე
„სიბნელეში სინათლე იყო“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაზე