ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„გეიჯი ჰოლოუეის დაამარცხებს“ | თოფურიას პროგნოზი UFC 300-ზე

ილია თოფურიამ UFC 300-ზე გასამართ ბრძოლებზე ისაუბრა და საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზა. „ელ მატადორმა“ ყურადღება სამ ჩხუბზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯი მაქს ჰოლოუეის დაამარცხებს.

ალექს პერეირა vs ჯამაჰალ ჰილი

„ალექს პერეირას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჰილთან ბევრად ახლო ურთიერთობა მაქვს და მხარს მას დავუჭერ. ვფიქრობ, ის პოატანს დაამარცხებს“.

ვეილი ჟანი vs იან ჟიაონანი

„ვეილი ჟანის გამარჯვება მგონია, ვფიქრობ, მოიგებს“.

ჯასტინ გეიჯი vs მაქს ჰოლოუეი

„ამ ჩხუბის ანალიზი ჩავატარე და გეტყვით რას ვფიქრობ. ფურცელზე ჩანს, რომ პარტერში გადასვლას თავს ორივე აარიდებს, რადგან პარტერისთვის საჭირო უნარებით არც ერთი გამოირჩევა. ჭიდაობაშიც იგივეა და ბევრი იარაღი არც ერთს აქვს. გამომდინარე აქედან, მგონია, რომ ბრძოლა დგომში წარიმართება და აქცენტი სტრაიკინგზე გაკეთდება. ასეთ მომენტებში, მებრძოლი, რომელსაც ჩემი აზრით, დასანოკაუტებლად საჭირო ძალა აქვს, ჯასტინ გეიჯია. მგონია, რომ ის მოიგებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სიურპრიზს მივიღებთ“.

შეგახსენებთ, რომ UFC 300 თბილისის დროით, კვირას დილით არის ჩანიშნული და ძალიან საინტერესო ბრძოლები გველოდება. ღონისძიება კოდი გარბრანდტისა და დეივისონ ფიგერედოს ჩხუბიტ გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამ მომენტისთვის 16 წელი ვშრომობდი - კაშიამ ისტორიულ წარმატებაზე ისაუბრა
ამ მომენტისთვის 16 წელი ვშრომობდი - კაშიამ ისტორიულ წარმატებაზე ისაუბრა