ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სიბნელეში სინათლე იყო“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაზე

ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს ჟურნალისტმა, ფრანჩესკო დე ლუკამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ცნობილი გაზეთის წარმომადგენელმა „ნაპოლის“ სამომავლო გეგმები გაგვიზიარა და განაცხადა, რომ „პარტენოპეი“ „კვარას“ გაშვებას არ აპირებს.

„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ნაპოლი ნულიდან კვარაცხელიასთან ერთად დაიწყებს. მხარეებს შორის ხელფასის გაზრდის თაობაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს. ხვიჩა გრძნობს, რომ ნაპოლი მასზეა ფოკუსირებული და კლუბს სურს, ის გუნდის მედროშე გახდეს. კვარა ნეაპოლში ძალიან ბედნიერია და უნდა ლიდერის სტატუსი მოირგოს. მიმდინარე სეზონს საუკეთესო სტარტი არ ჰქონია, მაგრამ ნაპოლი სოლიდური კლუბია და კვარაცხელიას დონის ტალანტის შენარჩუნებით, პარტენოპეის შეუძლია, სერიოზული პერსპექტივები ჰქონდეს“.

„კვარაზე“ ცნობილმა გამოცემამ, Corriere del Mezzogiorno-მაც ისაუბრა და დღევანდელ ნომერში დაწერა: „კვარაცხელია ნაპოლისთვის ყველაზე ბნელ მომენტებში ნათელი წერტილი იყო, მაგრამ ფრანჩესკო კალცონასთან ერთად, მის მიერ ნაჩვენები ფეხბურთის დონე გაიზარდა. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ბოლო ცხრა შეხვედრაში, მან 4 გოლი და 2 ასისტი გაიფორმა. სერია A-ში, კალცონას ეპოქის ერთადერთი წარუმატებლობა ატალანტასთან მატჩი იყო, რომელიც გუნდმა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარა. ხვიჩა ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი საუკეთესოა და ტოპ 5 ლიგაში, მასზე მეტი დარტყმა მხოლოდ ჰარი კეინს აქვს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს გამართავს და თბილისის დროით, 14:30-ზე, გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას გადაწყვეტს ოთარ კაკაბაძე? - იტალიური გუნდის ვარიანტი გამოირიცხა
რას გადაწყვეტს ოთარ კაკაბაძე? - იტალიური გუნდის ვარიანტი გამოირიცხა