ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მისი მოქმედებები ცხადი და გასაგები იყო - რომას ყოფილი ფეხბურთელი დავითაშვილზე

„რომასა’’ (2006-10) და „აიაჩოს’’ (2012-14) ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო ფატიმ Amazon Prime Video-სთან „ბორდოს’’ ქართველ შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.

რიკარდო ფატი: „დავითაშვილის მოქმედებები ცხადი და გასაგები იყო, მოთმინება გამოავლინა მაშინ როცა „კაენის’’ დაცვა ერთფეროვანი და სტატიკური იყო. პედრო დიაზმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ვულოცავ. ეს შეხვედრა, ასეთ პირქუშ სეზონში, „ბორდოსთვის’’ გამორჩეული იყო’’.

რიკარდო ფატის მსგავსად დავითაშვილი ჟურნალისტმა ჟულიენ ბიიმაც შეაქო, რომელიც დავითაშვილს ამ სეზონში ხშირად აკრიტიკებდა: „ჩემი აზრით, „ბორდოში’’ საუკეთესო ვაისბეკი იყო. დავითაშვილმა და პედრო დიაზმაც შესანიშნავად ითამაშეს, დავითაშვილი ყველგან იყო და ძალიან აქტიურად ითამაშა, „კაენის’’ ფეხბურთელებს ბევრი პრობლემა შეუქმნა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. არავინ იცოდა რა მოძრაობას გააკეთებდა, რა მიმართულებით მობრუნდებოდა და ეს მან ბურთთან ერთად ძალიან ხშირად გააკეთა, შემდეგ პასს ასრულებდა მისი მოქმედებები ამოუცნობი იყო’’.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 30 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ლიგა 2-ში 31 ტურის შემდეგ „ბორდო'' 41 ქულით მე-12 ადგილზეა, საუკეთესო ხუთეულს 6 ქულით ჩამორჩება და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჟირონდელები ელიტაში აღზევების შანსს ინარჩუნებენ. თუ „ბორდო'' საუკეთესო ხუთეულში მოხვდება, ფლეი-ოფის გზით ლიგა 1-ში აღზევების შანსი ექნება. მომდევნო ტურში „ბორდოს'' მეტოქე „ბასტიაა'' (13 აპრილი, 21:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები