ჩავი ერნანდესი, ტიერი ანრი
Aa
Aa

ანრი: კლოპიც იმავეს აკეთებს - ჩავის არასწორად ეპყრობიან, ის კარგი მწვრთნელია

ტიერი ანრიმ პსჟ-სთან მატჩის შემდეგ, ჩავის შესახებ ისაუბრა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ლეგენდარული ფრანგი, მისი ყოფილი გუნდელის სამწვრთნელო შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებული იყო.

„ჩემთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ ჩავი. ახლა რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ის პირველი დღიდან დღემდე, კარგი მწვრთნელი არ გამხდარა - ჩავი თავიდანვე კარგი სპეციალისტი იყო.

ახლა, როდესაც გუნდმა შედეგები გააუმჯობესა, ყველა ამბობს, რომ ჩავი კარგი მწვრთნელია და ის უნდა დარჩეს. ერთი თვის წინ კი ყველას მისი წასვლა უნდოდა. მწვრთნელებს ასე არ ესაუბრებიან, ეს არასწორია.

ასეთ დროს გამძლეობა მნიშვნელოვანია. მწვრთნელს დრო უნდა მისცე, რომ რაღაც ააშენოს. მიკელ არტეტას შემთხვევაში ამის ნახვა შეგვიძლია. მას ორი წლის განმავლობაში არაფერი მოუგია, შედეგი არ დაუდია, თუმცა მისი გუნდი პროგრესირებს. სხვათა შორის, ჩავიმ ლა ლიგა უკვე მოიგო.

ბოლო ორი წელია ვუყურებ, რომ ჩავი ახალგაზრდებს ენდობა და ისინიც ნდობას უმართლებენ. მას არ ეშინია ახალგაზრდებს ენდოს. კლოპიც ამას აკეთებს და მას ყველა აქებს. ჩავიც იმავეს აკეთებს. ის კარგი მწვრთნელი იყო და ახლაც ასეა“.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლა დააანონსა. კლუბის ხელმძღვანელები ცდილობენ ის გადაარწმუნონ. ყველაფერი ივნისში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი სახლი ყოველდღე მენატრება, მაგრამ...“ - ხვიჩა კვარაცხელია
„ჩემი სახლი ყოველდღე მენატრება, მაგრამ...“ - ხვიჩა კვარაცხელია