„მერაბისთვის საშიში მეტოქე ვარ“ | რა თქვა ყოფილმა ჩემპიონმა მანქანაზე
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დეივისონ ფიგერედომ მერაბ დვალიშვილზე და შონ ომალიზე ისაუბრა. ბრაზილიელი მებრძოლის თქმით, „შუგასა“ და „მანქანის“ ჩხუბი არ გაიმართება და ომალი ქამარს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს.
„ჩემი აზრით, მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ჩხუბი არ გაიმართება. შუგა ქამარს ვეღარ დაიცავს და მომდევნო ბრძოლას ვერ მოიგებს. თუ UFC 300-ზე კოდი გარბრანდტს დავამარცხებ და საჩემპიონო ჩხუბის შანსი გაჩნდება, მინდა მერაბს დავუპირისპირდე და მისთვის ძალიან სახიფათო მეტოქე ვიქნები. თუ საშუალებას მომცემს და შეცდომას დაუშვებს, მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით მოვუგებ“.
ცნობისთვის, ფიგერედომ ბოლო ბრძოლა რობ ფონტის წინააღმდეგ გამართა და სუპერ მსუბუქი წონით დივიზიონში მისი დებიუტი შედგა. მანამდე, ბრაზილიელმა ბრენდონ მორენოსთან მაგარი ჩხუბები გამართა და სუპერ მსუბუქ წონაშიც დიდი მიზნები აქვს.
შეგახსენებთ, რომ ომალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართა და „ჩიტო“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანა“ მას 2018 წლიდან იწვევს და იმედი ვიქონიოთ, რომ ფიგერედოს პროგნოზი არ გამართლდება.