მაიკ ტაისონი, ჯეიკ პოლი, ჟორჟ სენ-პიერი
Aa
Aa

„იმედია, ტკივილს არ მიაყენებენ“ | სენ-პიერმა ტაისონისა და პოლის ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟორჟ სენ-პიერმა მაიკ ტაისონისა და ჯეიკ პოლის ჩხუბის შესახებ ისაუბრა. 42 წლის კანადელს მოკრივეების ასაკს შორის არსებულ სხვაობაზე ჰკითხეს და სენ-პიერმა განაცხადა, რომ არ უნდა, „რკინის მაიკს“ დიდი ტკივილი მიაყენონ.

„მაიკ ტაისონი ჩემი კერპია. ბავშვობაში მის ჩხუბებს ვუყურებდი და ვაღმერთებდი. იმედი მაქვს, არაფერს იტკენს და რინგს დამცირებული არ დატოვებს. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ორივე მაღალი დონის გამოსვლას აჩვენებს“.

აღსანიშნავია, რომ „რკინის მაიკს“ ურჩევენ, პოლის წინააღმდეგ არ იჩხუბოს, რადგან მის ასაკში რინგზე გასვლა სახიფათოა. ტაისონი 57 წლისაა და ჩხუბის დღეს 58 წლის იქნება. ირლანდიური კრივის ლეგენდის, ბარი მაკგიგანის მიხედვით, მაიკი იმ ასაკშია, რინგისგან თავი ძალიან შორს უნდა დაიჭიროს.

ცნობისთვის, ტაისონისა და პოლის ჩხუბი 20 ივლისს გაიმართება და მას დალასში მდებარე „AT&T სთედიუმი“ უმასპინძლებს. ბრძოლის პირდაპირ რეპორტაჟს Netflix-ი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილად გაოცებული დავრჩი“ - ჟენგმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა
„ნამდვილად გაოცებული დავრჩი“ - ჟენგმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა