„ნამდვილად გაოცებული დავრჩი“ - ჟენგმა მერაბთან სპარინგი გაიხსენა
გოგონებს შორის, UFC-ის მსუბუქი წონის ჩინელმა ჩემპიონმა, ჟენგ ვეილიმ UFC 300-ის მედიადღეზე გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილთან სპარინგი გაიხსენა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელ მებრძოლთან უფრო რთული იყო სპარინგი, ფრენცის ნგანუსთან, თუ მერაბთან, ვეილიმ ასეთი პასუხი გასცა.
„როდესაც ნგანუს ვეჭიდავებოდი, ის არც თუ ისე მძიმე მომეჩვენა, მაგრამ როდესაც მერაბთან ვივარჯიშე, ნამდვილად გაოცებული დავრჩი იმით, თუ რამდენად კარგი იყო მიწაზე“.
ცნობისთვის, ჟენგ ვეილი გოგონებს შორის UFC-ის უმსუბუქესი წონის ორგზის ჩემპიონია და შაბათს, UFC 300-ზე ტიტულის დასაცავად იან შიონანს შეხვდება. ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ვეილი მერაბ დვალიშვილსაც ესპარინგა.
Merab Dvalishvili training with the all mighty Zhang Weili ⚔️
— COMBAT SPORTS TODAY (@CSTodayNews) April 1, 2024
(????: @MerabDvalishvil) pic.twitter.com/YRAOPiwBXD