აურელიო დე ლაურენტისი, სტეფანო პიოლი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

პიოლი კვარაცხელიასთან? ახალი კანდიდატურა ნაპოლისთვის

ვინ იქნება მომდევნო სეზონში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ამის შესახებ იტალიის სპორტულ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს გადაჭრით ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, თუმცა არც ის დაუდასტურებია, რომ ამჟამინდელი დამრიგებელი ფრანჩესკო კალცონა თანამდებობას შეინარჩუნებს.

ყოველივე ამას დაემატა ის ფაქტი, რომ „მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში შენიშნეს, რაც მაშინვე გახდა იმის საწინდარი, რომ მისი კანდიდატურა პარტენოპეისთვის დაეკავშირებინათ. პიოლის როსონერისთან ხელშეკრულება 2025 წელს უსრულდება, თუმცა როგორც ამბობენ, კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს ბოლომდე არ შეასრულებს და „ნაპოლის“ ჩაიბარებს.

ოცდათერთმეტი ტურის შემდეგ ნეაპოლის გუნდი 48 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება. დარჩენილ შვიდ ტურში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „ფროზინონეს“, „რომას“, „ბოლონიასა“ და „ლეჩეს“ მიიღებენ, სტუმრად კი „ემპოლის“, „უდინეზესა“ და „ფიორენტინას“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კონტეს სტილში არ ჯდება, ამიტომ...“ - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩაზე
„კონტეს სტილში არ ჯდება, ამიტომ...“ - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩაზე