გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი, ზუმანა კამარა
Aa
Aa

ახალი მწვრთნელი მიქაუტაძესთან? ვინ შეცვლის ბოლონის

 იმ შემთხვევაში თუ გიორგი მიქაუტაძე მომდევნო სეზონშიც „მეცში“ დარჩება, მას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. Mercato Metz-ის ცნობით, ზაფხულში გუნდის ხელმძღვანელები რუმინელი სპეციალისტის ლასლო ბოლონის განთავისუფლებას და მის ნაცვლად ზუმანა კამარას დანიშვნას აპირებენ, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენის“ 19-წლამდე გუნდს ავარჯიშებს.

ლიგა 2-ში დაქვეითების შემთხვევაში, „მეცი“ მიქაუტაძის შენარჩუნებასა და ახალი გუნდის მის გარშემო აშენებას გეგმავს, თუმცა რამდენად დათანხმდება თავად ქართველი ფორვარდი ქვედა დივიზიონში ასპარეზობას, ეს კიდევ ცალკე საკითხია. აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებაზე და მათთან სწორი მუშაობა კამარას რომ შეუძლია, ეს დედაქალაქურ გუნდში მისმა ბოლოდროინდელმა მუშაობამაც აჩვენა.

მიმდინარე სეზონში გიორგის ანგარიშზე საფრანგეთის ჩემპიონატში 7 გოლი და 3 საგოლე პასია და მიუხედავად იმისა, რომ „მეცში“ ნახევარი სეზონიც კი არ გაუტარებია, მაინც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული პერიოდი გვიდგას“ | რა თქვა მიქაუტაძემ მეცზე
„რთული პერიოდი გვიდგას“ | რა თქვა მიქაუტაძემ მეცზე