ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, საბა ლობჟანიძე, ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ნაკრების ბოლო ათი წლის სტატისტიკა - ვის ანგარიშზეა ყველაზე მეტი საგოლე პასი

სხვადასხვა მატჩებში ბომბარდირებისა და გოლების ავტორების შესახებ საფეხბურთო მოყვარულებმა ყოველთვის ყველაფერი კარგად იცოდნენ, აი საგოლე პასების აღნუსხვას კი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაცია 2010 წლამდე არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე არ აწარმოებდა. 14 წლის წინ წინ, ყოველივე ეს გამოსწორდა და თითქმის ყველა ტურნირზე ბომბარდირების მსგავსად, ასისტენტების ჩამონათვალიც არის.

ბუნებრივია ქართველი გულშემატკივრის მთავარ ყურადღებას საქართველოს ეროვნული ნაკრები იქცევს და საინტერესოა ვინ არის ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორი. 2014 წლის იანვრიდან დღემდე, ანუ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარებული მატჩების მიხედვით ოფიციალურ მატჩებში ეროვნული გუნდის მაისურით ყველაზე მეტი 7 საგოლე პასი გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა. ხუთჯერ გაუწიეს ასისტენტობა თანაგუნდელებს ნიკა კვეკვესკირმა, ვაკო ყაზაიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ისტორიაში საუკეთესო დრო უდგას და გუნდმა რამდენიმე კვირის წინ, ფრანგი მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის საგზური პირველად მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამბიციები ევროზე და ისტორიული წარმატება | ვილი სანიოლის ინტერვიუ  L’Equipe-თან
ამბიციები ევროზე და ისტორიული წარმატება | ვილი სანიოლის ინტერვიუ L’Equipe-თან