გოგა ბითაძე, მილუოკი ბაქსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

გოგას მცირე დრო და 2 ქულა - ორლანდოს მარცხი მილუოკისთან

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მე-80 ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და 18 ქულის სხვაობით, 117:99 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი ორლანდოს სასტარტოში არ ყოფილა და მოედანზე შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა. ბითაძემ პარკეტზე 4 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულის ჩაგდება და 3 მოხსნის შესრულება მოასწრო. გოგამ ორივე ქულა საჯარიმოდან აიღო, ამის გარდა, კიდევ ორჯერ ჰქონდა საჯარიმოთი ქულის აღების შანსი, თუმცა, ზუსტად ვერ გაისროლა, თამაშიდან ჩაგდება კი ერთხელ სცადა და ამ შემთხვევაშიც, არაზუსტი აღმოჩნდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა ლიდერი, ბობი პორტისი გახდა, რომელმაც 30 ქულას, 9 მოხსნას და 3 ასისტს მოუყარა თავი, ორლანდოდან კი კოულ ენტონი გამოირჩა - 23 ქულა 4 მოხსნა, 4 ასისტი.

80 ტურის შემდეგ, „ორლანდო“ მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 56 მოგებითა და 34 მარცხით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 აპრილს, სტუმრად ფილადელფიასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს მაგარი თამაში მემფისთან
კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს მაგარი თამაში მემფისთან