ბარსელონა, პსჟ, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“ამ გუნდით ვამაყობ“ - ჩავი პსჟ-ს დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის „ბარსელონა“ „პარი სენ ჟერმენს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჩავიმ?

„ეს დიდი გამარჯვებაა!! ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერ სტადიაზე გასვლითი მატჩის მოგება ძალიან რთულია. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით დაცვაში, მაგრამ უნდა გამოვარჩიო ტაქტიკური სქემა. გარემარბები ძალიან დაგვეხმარნენ.

კუბარსმა მეტოქე გუნდის შემტევებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. მის ზონაში ხიფათი არ იქმნებოდა. პედრი შემოვიდა და ძალიან დაგვეხმარა. ამ გუნდით ძალიან ვამაყობ. კრისტენსენის შემოსვლაც წარმატებული გამოდგა. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ.

საკმაოდ რთული სამუშაო შევასრულოთ, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი თამაშია წინ. „პარი სენ ჟერმენი“ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რჩება. აკადემიის დამსახურებაა, რომ 17 წლის კუბარსი და 16 წლის ლამინ იამალი დიდებულ დონეზე თამაშობენ. წარმოიდგინეთ, ისინი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სათამაშოდ სრულიად მზად არიან. მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ახლა ძალების აღდგენის დროა.“

შეგახსენებთ, რომ მატჩში ანგარიში 37-ე წუთზე რაფინიამ გახსნა და პირველი ტაიმი „ბარსელონამ“ 1:0 მოიგო. მეორე ნახევარი მასპინძლებმა იდეალურად დაიწყეს და 3-წუთიან მონაკვეთში წინ გავიდნენ. 48-ე წუთზე დემბელემ გაიტანა, ხოლო 51-ეზე თავი ვიტინიამ გამოიჩინა.

ამის შემდეგ, ჩავი ერნანდესმა საკვანძო ცვლილებები გააკეთა. მინდორზე ჟოაუ ფელიქსი და პედრი ვიხილეთ. პედრიმ გამოსვლიდან ერთ წუთში საგოლე პასი გააკეთა და რაფინიას დუბლი შეასრულებინა. 77-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი ასევე ცვლილებაზე გამოსულმა კრისტენსენმა გაიტანა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შენ ეს მოგეწონა?“ - კლოპი ჟურნალისტს ღიად დაუპირისპირდა
“შენ ეს მოგეწონა?“ - კლოპი ჟურნალისტს ღიად დაუპირისპირდა