გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, იფსვიჩი
Aa
Aa

71 წუთი და აქტიური ჩაკვე - უოტფორდმა და იფსვიჩმა ქულები გაიყვეს

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „უოტფორდი“ „იფსვიჩს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მინდორზე 71 წუთი დაყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ის აქტიური იყო და ბევრს ცდილობდა, თუმცა გოლთან ახლოს არ ყოფილა.

გიორგიმ კარისკენ ერთხელ დაარტყა და არაზუსტი აღმოჩნდა. ჩაკვეტაძემ 5 გრძელი პასი შეასრულა და ზუსტი ერთი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა სამჯერ შეასრულა დრიბლინგი და სამივე წარმატებული გამოდგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.1 შეფასება დაუწერა და ეს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „უოტფორდს“ სატურნირო ცხრილში 52 ქულა დაუგროვდა და მე-14 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, „ჩაკვეს“ გუნდი „საუთჰემპტონს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკვე იციან დიასის იდეალური შემცვლელი ვინაა | ლივერპულური გამოცემა კვარაზე
უკვე იციან დიასის იდეალური შემცვლელი ვინაა | ლივერპულური გამოცემა კვარაზე