შერმადინის სუსტი მატჩი - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩში ლენოვო „ტენერიფე“ „ტოფასს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 81:90 დამარცხდა.
გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, თუმცა პარკეტზე 19 წუთი და 27 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 4 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი.
სტუმართა მხრიდან ყველაზე გამორჩეული კაილი გუი იყო, რომელმაც არასრულ 31 წუთში 34 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
ცნობისთვის, გუნდებს შორის ანგარიში გათანაბრდა და 1:1 გახლავთ. გადამწყვეტი მესამე დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.