ილია თოფურია, კანელო ალვარესი
Aa
Aa

„კონტრაქტში ამას ჩავუწერ და შემდეგ მაგრად ვცემ“ - თოფურია კანელოს უმიზნებს

MMA-ს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, რომელიც UFC-ში ქვემსუბუქ წონაში ახალი დაუმარცხებელი ჩემპიონია, თავისი მომავლის შესახებ საუბრობს და კრივში გადასვლას არ გამორიცხავს.

თოფურია კარიერის გარკვეულ ეტაპზე ძალების კრივში გამოცდას გეგმავს, როგორც ეს კონორ მაკგრეგორმა გააკეთა.

„ვთვლი, რომ კრივს კარგად ვფლობ და კარგი არტისტიც ვარ. როცა ეს მოხდება და რინგზე გავალ, მსოფლიოში საუკეთესოც გავხდები. მძიმე ხელი მაქვს, სახიფათო ვარ, ასე მგონია. თუ, კრივში შესაბამის მომზადებას გავივლი, გპირდებით, რომ ჩემთან გამკლავება ბევრს გაუჭირდება.

ვინ არის საუკეთესო მოკრივე დღეს? კანელო ალვარესით აღფრთოვანებული ვარ. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ამას დღემდე ვაგრძელებ. კანელო თავიდან ფეხებამდე ჩემპიონია. ის სამაგალითოა და საუკეთესოა. როცა კრივში გადავალ, სწორედ ასეთ მეტოქეს უნდა დავუპირისპირდე - საუკეთესოს და ასეთი საულია (სრული სახელი: საულ „კანელო“ ალვარესი).

კანელოს დიდ პატივს ვცემ და ამას რინგზეც დავადასტურებ. მათ შერეულ ორთაბრძოლებში (UFC) უბრალოდ შანსი არ აქვთ, მათ მხოლოდ მუშტის ქნევა შეუძლიათ და მეტი არაფერი. ოქტაგონზე კი ასეთები ყველაზე ნაკლებად ძლებენ. კანელოს შევთავაზებ, თუ სად სურს, რომ დავამარცხო, რომელ სახეობაში. ამაზე კონტრაქტსაც გავუფორმებდი, შემდეგ კი მაგრად ვცემდი“.

- განაცხადა თოფურიამ record-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სუპერსაშუალო წონის აბსოლუტურმა ჩემპიონია. მან ტიტული 2023 წელს ორჯერ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ მერაბი უნდა გავიარო“ - ომალი თოფურიასთან ბრძოლას სკეპტიკურად უყურებს
„ჯერ მერაბი უნდა გავიარო“ - ომალი თოფურიასთან ბრძოლას სკეპტიკურად უყურებს