ლივერპული, ატალანტა, იურგენ კლოპი, ჯორდან ჰენდერსონი
Aa
Aa

“შენ ეს მოგეწონა?“ - კლოპი ჟურნალისტს ღიად დაუპირისპირდა

„ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი, რომელიც ახლა „აიაქსში“ თამაშობს ჟურნალისტებთან „ფორტუნა სიტარდთან“ მატჩის შემდეგ წარსდგა.

ჰენდერსონ ჰკითხეს იყო, თუ არა ეს „აიაქსის“ ყველაზე ცუდი მატჩი მისი გადასვლის შემდეგ. ეს ინტერვიუ იურგენ კლოპმა ნახა და მასზე შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ მოახდინა.

„წითლები“ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში „ატალანტასთან“ ითამაშებენ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპი ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და ჰენდერსონის არასასიამოვნო ინტერვიუ გაიხსენა.

კლოპი: „თქვენ ის ჟურნალისტი არ ხართ, ვინც ჰენდერსონისგან ის ინტერვიუ აიღო?“

ჟურნალისტის პასუხი უარყოფითი იყო.

კლოპმა განაგრძო: „კარგი. ის ხომ შენი კოლეგა ან მეგობარი იყო? ეს არასასიამოვნო და საშინელი ინტერვიუ იყო!“

შემდეგ ჟურნალისტმა იურგენს საპირისპირო კითხვა დაუსვა: „არ მოგეწონათ?“ ამაზე კი კლოპმა უპასუხა: „იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს მოეწონა?“

ჟურნალისტი: „მე ვესაუბრე ჩემს კოლეგას და მითხრა, რომ იმ ინტერვიუს ნანობდა. ზედმეტი მოუვიდა და მან ეს ტელევიზიით განაცხადა.“

კლოპი: „ეს ყველაფერი თქვა? ძალიან კარგი. მაშინ შემიძლია ეს ბოდიში ჰენდერსონის სახელით მეც მივიღო.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპული“, როგორც ევროპის ლიგისთვის, ასევე პრემიერ ლიგისთვის იბრძვის. მერსისაიდული გრანდი 71 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „არსენალსაც“, თუმცა პირველ პოზიციაზე „მეთოფეები“ არიან.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალური მატჩი „ლივერპულსა“ და „ატალანტას“ შორის 11 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუდრიკით უკმაყოფილოა - პოჩეტინოს მიზანი ნიკო უილიამსის გადაბირებაა
მუდრიკით უკმაყოფილოა - პოჩეტინოს მიზანი ნიკო უილიამსის გადაბირებაა