მაურისიო პოჩეტინო, ლონდონის ჩელსი, ატლეტიკ ბილბაო, მიხაილო მუდრიკი, ნიკო უილიამსი
Aa
Aa

მუდრიკით უკმაყოფილოა - პოჩეტინოს მიზანი ნიკო უილიამსის გადაბირებაა

Football Insider-ის ინფორმაციით, მაურისიო პოჩეტინო და მისი სამწვრთნელო შტაბი მიხაილო მუდრიკით პირველივე დღიდან უკმაყოფილო არიან. 23 წლის ფეხბურთელი „ლურჯებს“ გასულ წელს შეუერთდა და „სტემფორდ ფრიჯზე“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დღემდე უჭირს.

აქედან გამომდინარე, „არისტოკრატები“ სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი გარემარბის შეძენას შეეცდებიან.

წყაროს ცნობით, „ჩელსის“ მთავარი მიზანი ბილბაოს „ატლეტიკის“ გარემარბის ნიკო უილიამსის გადაბირება იქნება. ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 43 მილიონი ევრო გახლავთ.

Football Insider რაჰიმ სტერლინგზეც წერს. როგორც აღმოჩნდა არგენტინელი სპეციალისტი ინგლისელი შემტევის თამაშითაც უკმაყოფილოა. პოჩეტინოს მატჩებზე მისი გავლენა არ მოსწონს და თვლის, რომ გუნდისთვის სარგებელი ვერ მოაქვს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა „მუდრიკის“ სანაცვლოდ 88.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. დღემდე მიხაილომ ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პეპი: “ეს გარდაუვალი იყო.. ვიცოდით, რომ ფრე დასრულდებოდა“
პეპი: “ეს გარდაუვალი იყო.. ვიცოდით, რომ ფრე დასრულდებოდა“