ვასილ ლობჟანიძე
Aa
Aa

ოფიციალურად: ვასილ ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია

საქართველოს ნაკრების მორაგბე, ვასილ ლობჟანიძე კარიერას საფრანგეთის Top 14-ის გუნდ „ოიანაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მორაგბემ ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ოიანაში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ლობჟანიძე ბოლოს „ტულონში“ სამედიცინო ჯოკრის სტატუსით თამაშობდა, თუმცა, ბოლო პერიოდში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა, რის გამოც კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა. საგულისხმოა, რომ „ბორჯღალოსნების“ 9 ნომერი ახალ გუნდშიც სამედიცინო ჯოკრის სტატუსით გადავიდა.

ვასილ ლობჟანიძეს კარიერის უდიდესი ნაწილი ფრანგულ „ბრივში“ აქვს გატარებული. 27 წლის მორაგბე ამ კლუბის ღირსებას 2016-2023 წლებში იცავდა. ლობჟანიძეს საქართველოს ნაკრებში 70 კეპი აქვს მოგროვებული.

„ოიანა“ საფრანგეთის Top 14-ის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება და დიდი ალბათობით, Pro D2-ში დაქვეითდება, თუმცა, ლობჟანიძის ახალ გუნდს Top 14-ში დარჩენის თეორიული და პრაქტიკული შანსი მაინც აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომი ინგლისური გრანდის წინააღმდეგ - ვისთან შედგება კოკერილის დებიუტი
შავი ლომი ინგლისური გრანდის წინააღმდეგ - ვისთან შედგება კოკერილის დებიუტი