გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გაყიდონ“ | რას წერს Cadena Ser-ი მამარდაშვილზე

Cadena Ser-მა „ვალენსიას“ საზაფხულო გეგმებს სტატია მიუძღვნა. ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ „ღამურების“ სატრანსფერო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „ჩემ“ გიორგი მამარდაშვილი მხოლოდ ერთ შემთხვევაში უნდა გაყიდოს.

„გუშინ, ვალენსიას კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ბოლო ოთხ მატჩში ღამურების მიერ დაცვაში ნაჩვენებ თამაშს ეხება. ჩემ აღნიშნულ შეხვედრებში კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. იმედია, ვალენსიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინგაპურამდეც მიაღწევს და აშკარაა ის, რაც შესანიშნავად მუშაობს და რაც ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.

რუბენ ბარახამ დაცვით საკითხებზე ბევრი იმუშავა და პრობლემები რომ არ გაჩნდეს, ორი ფუნდამენტური ფეხბურთელის შენარჩუნებაა საჭირო: გიორგი მამარდაშვილი და კრისტიან მოსკერა. თუ მათ თაობაზე ვალენსიამ გრანდიოზულზე გრანდიოზული წინადადება არ მიიღო, არც ერთი არ უნდა გაუშვას. გამონაკლისი იქნება თუ ზაფხულში ღამურები ბევრ დიდ ტრანსფერს დახურავენ და ძლიერ ფეხბურთელებს შეიძენენ. ერთადერთი ვარიანტი, რომ ბარახას სიხარული მიანიჭონ და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმონ, საკვანძო ფეხბურთელების შენარჩუნებაა და მამარდაშვილი და მოსკერა სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 11 შეხვედრაში შეინახა. მისი გუნდი, 30 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე