ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„UFC-ს არ უნდოდა, რომ ილიას ჩემთან ეჩხუბა“ | ჰოლოუეიმ თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მაქს ჰოლოუეიმ მოქმედ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. „დალოცვილმა“ განაცხადა, რომ მისი და „ელ მატადორის“ ჩხუბი გარდაუვალია და ერთმანეთს ოქტაგონზე აუცილებლად შეხვდებიან.

„თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბში რაც არ უნდა მომხდარიყო, ვფიქრობდი, რომ ალექსი მატჩრევანშს მიიღებდა. იმის გათვალისწინებით, რაც ვოლკმა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონისთვის გააკეთა, არ მესმის, მატჩრევანში როგორ ვერ უნდა მიიღოს. ვიცოდი, რომ UFC-ი სხვა მეტოქეს მომცემდა და გადავწყვიტე, ჯასტინ გეიჯისთან მეჩხუბა.

არის თუ არა გარდაუვალი ჩემი და ილიას ჩხუბი? 100 პროცენტით! მას ლაპარაკი უყვარს, მე - მოსმენა და როცა დრო მოვა, მოსახდენი მოხდება. ადრე თუ გვიან, ჩემთან ჩხუბი მოუწევს. როგორც აღვნიშნე, არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, UFC-ში არ უნდოდათ, რომ თოფურიას ჩემთან ეჩხუბა. ქამრის სხვა ყველა პრეტენდენტი მომცეს, იაირ როდრიგესით დაწყებული, არნოლდ ალენით დამთავრებული, მაგრამ ილია ჩემი მეტოქე არ ყოფილა. რატომ მოხდა ასე? და რატომ მიიღო სატიტულო ბრძოლა ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, რომელმაც წინა ბრძოლა იაირთან წააგო. ხანდახან UFC-ის ლოგიკა ძალიან დამაბნეველია, მაგრამ ჩემი აზრით, თოფურიასთვის საჩემპიონო ჩხუბის მიცემა აზრსმოკლებული იყო.

ილიას თავი დენა უაითი ან ჰანტერ კემპბელი ჰგონია და ამბობს, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში სატიტულო ბრძოლას არავის მისცემს. შენ არაფერს წყვეტ ძმაო. ჯერ მან და ვოლკმა უნდა მოაგვარონ ყველაფერი და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეისა და გეიჯის ბრძოლა UFC 300-ის ფარგლებში გაიმართება, რომელსაც კვირას დილით ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს მაგარი თამაში მემფისთან
კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს მაგარი თამაში მემფისთან