პირველი გუნდი NBA-ის ისტორიაში | ბოსტონის ანტირეკორდი
„ბოსტონ სელტიქსის“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია „მილუოკი ბაქსთან“ შეწყდა. „კელტები“ ვისკონსინელებს სტუმრად დაუპირისპირდნენ და 91:104 დამარცხდნენ. წაგების გარდა, „ბოსტონმა“ NBA-ის ანტირეკორდიც დაამყარა.
„სელტიქსს“ „მილუოკის“ ფარის მიმართულებით არც ერთი საჯარიმო სროლა უსვრია. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ „ბაქსის“ კალათბურთელებმა მხოლოდ 2 საჯარიმო სროლა შეასრულეს.
„მილუოკის“ ქომაგთათვის „ბოსტონთან“ გამარჯვება იანის ანტეტოკოუნმპოს ტრავმამ გადაფარა. ბერძენ კალათბურთელს არავინ შეხებია და პარკეტზე უეცრად დაეცა. არის ვარაუდი, რომ მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ზუსტი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. იანისმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა და 15 ქულა დააგროვა, „მილუოკის“ რიგებში საუკეთესო კი პატრიკ ბევერლი იყო - 20 ქულა. „ბოსტონს“ 22 ქულით ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა, ჯეილენ ბრაუნმა 14 ქულა დააგროვა.
Giannis Antetokounmpo limped to the Bucks locker room after suffering a non-contact injury to his calf.
— ClutchPoints (@ClutchPoints) April 10, 2024
Hope it's nothing serious ????pic.twitter.com/CDiJod7kbY
ცნობისთვის, „ბაქსს“ 48 მოგება და 31 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილს იკავებს. „ბოსტონი“ 62 მოგებითა და 17 მარცხით პირველია.