სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს მაგარი თამაში მემფისთან

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში მე-20 გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას, „მამუ“ და კომპანია „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდნენ და სტუმრად გამართული შეხვედრა 102:87 მოიგეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და „სან ანტონიოს“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანდრომ პარკეტზე 26 წუთი და 26 წამი გაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 16 მოხსნა (4 შეტევაში), 4 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება, მის პასივში კი 2 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი იყო.

მამუკელაშვილმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. „მამუმ“ პირადი რეკორდიც დაამყარა და 16 მოხსნა მისთვის კარიერის საუკეთესო შედეგია. „სან ანტონიოს“ რიგებში სანდრო ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი გააკეთა, მასზე მეტი ქულა კი მხოლოდ ვიქტორ ვემბანიამამ (18), ჯულიენ ჩემპენიმ (17) და ბლეიკ უესლიმ (13) ჩააგდეს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ვემბანიამას 18 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 7 დაფარება ჰქონდა.

„სან ანტონიოს“ 20 მოგება და 59 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 მატჩია დარჩენილი და მამუკელაშვილის გუნდის მომდევნო გაჩერება „ოკლაჰომა სითი თანდერი“ გახლავთ, რომელსაც 11 აპრილს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: მუშაობა ბუნდესლიგაში? საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ
სანიოლი: მუშაობა ბუნდესლიგაში? საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ