ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ჟულიენ ბიი
Aa
Aa

მისი მოქმედებები ამოუცნობი იყო - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე

საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „კაენს“ დაუპირისპირდა და 1:0 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, საგოლე გადაცემა შეასრულა და შეტევაში საკმაოდ პროდუქტიული იყო. ერთადერთი, რაც გამოსასწორებელი აქვს, დამაგვირგვინებელ ფაზაში ზუსტი მოქმედებაა, საწყის წუთებში მეკარესთან პირისპირ დარჩა და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ფრანგული მედია ქართველი შემტევის თამაშს დადებითად აფასებს.

დავითაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ჟულიენ ბიი ქართველ შემტევზე შემდეგს ამბობს: „ჩემი აზრით, „ბორდოში’’ საუკეთესო ვაისბეკი იყო. დავითაშვილმა და პედრო დიაზმაც შესანიშნავად ითამაშეს, დავითაშვილი ყველგან იყო და ძალიან აქტიურად ითამაშა, „კაენის’’ ფეხბურთელებს ბევრი პრობლემა შეუქმნა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. არავინ იცოდა რა მოძრაობას გააკეთებდა, რა მიმართულებით მობრუნდებოდა და ეს მან ბურთთან ერთად ძალიან ხშირად გააკეთა, შემდეგ პასს ასრულებდა მისი მოქმედებები ამოუცნობი იყო’’.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 30 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა.

ლიგა 2-ში 31 ტურის შემდეგ „ბორდო'' 41 ქულით მე-12 ადგილზეა, საუკეთესო ხუთეულს 6 ქულით ჩამორჩება და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჟირონდელები ელიტაში აღზევების შანსს ინარჩუნებენ. თუ „ბორდო'' საუკეთესო ხუთეულში მოხვდება, ფლეი-ოფის გზით ლიგა 1-ში აღზევების შანსი ექნება. მომდევნო ტურში „ბორდოს'' მეტოქე „ბასტიაა'' (13 აპრილი, 21:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები