საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსში ნეიტრალურ მოედანზე ბელარუსს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და გუნდებმა მომენტები გაცვალეს. პირველი გოლი 45-ე წუთზე გავიდა.
მეორე ნახევარი ნომინალური მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. 64-ე წუთზე პილიპენკომ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ზუსტად 6 წუთში კუთხურის ჩაწოდების დროს კოზიუპამ საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ 2 მატჩის შემდეგ, ირის ანტმანის გაწვრთნილ ნაკრებს 1 ქულა აქვს. შემდეგ ტურში ქართველი გოგოები კვიპროსს ესტუმრებიან. აღნიშნული დაპირისპირება 31 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.