ლორენტე: “პალეოლითური დიეტით ვცხოვრობ და ამით მოვკვდები“
როგორც აღმოჩნდა, მარკოს ლორენტე სპეციალურ დიეტაზე არის და ასე ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე აპირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა.
ლორენტე:
„პალეოლითური დიეტა არის ცხოვრების წესი და ცხოვრების გზა. მე ამით ვცხოვრობ და მოვკვდები ამით. ამას ჯანმრთელობისთვის ვაკეთებ და არა ფეხბურთისთვის. დარწმუნებული ვარ, როდესაც კარიერას დავასრულებ თავის მოვლას ზუსტად ასე ან უკეთესად გავაგრძელებ.
პალეოლითური დიეტის დროს უნდა გამორიცხოთ აბსოლუტურად ყველა ულტრა დამუშავებული საკვები. მათ არც კი უნდა შეხედოთ. ასევე უნდა გამორიცხოთ მარცვლეული, რომელიც მაკარონს, პურს, ხორბალს და ბრინჯს მოიცავს. უნდა მიირთვათ რძის პროდუქტები მხოლოდ მაღალი ხარისხის. მე ყველაფერს ვჭამ ხორცს, თევზს, კვერცხს, ბოსტნეულს, ნახშირწყლებს, როგორიცაა ტკბილი კარტოფილი და კასავა.“
ესპანელი ნახევარმცველი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, რომელსაც განსხვავებული კვების რაციონი აქვს.
მაგალითად ერლინგ ჰოლანდი ყოველდღიურად ძროხის გულს და ღვიძლს მიირთმევს. ნორვეგიელი მხოლოდ გაფილტრულ წყალს სვამს და ასე დღეში 6000 კალორიას იღებს.
ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც პირიქით, კვების რაციონს საერთოდ არ იცავენ.
ამის ნათელი მაგალითი ედენ აზარია, რომელსაც ყველაზე მეტად ბურგერის ჭამა უყვარდა. კარიერის დასრულების შემდეგ, ბელგიელმა განაცხადა, რომ არდადეგების დროს ის გამუდმებით ცომეულს მიირთმევდა.
კაი ჰავერცი კი ტკბილეულზეა დამოკიდებული. გერმანელი ფეხბურთელი იმდენად ვერ ძლებს ფანტის და სხვადასხვა ტკბილეულის გარეშე, რომ გუნდის ექიმი მას ამ ყველაფრის ნებას რთავს. ერთ-ერთი ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ მატჩის შესვენების დროს, ჰავერცი კოკა-კოლას და ფანტას სვამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დახარჯულ ენერგიას ვერ ინაზღაურებს.