მიუნხენის ბაიერნი, ჩაბი ალონსო, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

სანიოლი: მუშაობა ბუნდესლიგაში? საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გერმანულ მედიასთან ჩაბი ალონსოს წარმატებულ მუშაობაზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მის მიმართ ბუნდესლიგიდან ინტერესი არაა და საქართველოში მუშაობით ძალიან ბედნიერია. ვილის კომენტარს გერმანული გამოცემა Sport.de ავრცელებს.

„რაც ჩაბიმ გააკეთა, უბრალოდ საოცარია. ვფიქრობ, ის ფაქტი რომ „ლევერკუზენში’’ რჩება, მისთვის კარგია. მის თამაშში აზროვნება, გონება ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა და ასეა ახლაც, როცა მწვრთნელია. ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, რომ ასეთი კარგი მწვრთნელი გახდა, მაგრამ ეს სეზონი ჩემთვის მაინც ოდნავ უჩვეულო იყო.

„ბაიერნისთვის’’ კარგი იქნებოდა ჩაბის რომ მიუნხენში გაეგრძელებინა სამწვრთნელო კარიერა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი ბევრ კლუბს ექნება, გერმანიაში, ესპანეთსა თუ ინგლისში’’.

ვილი სანიოლს ბუნდესლიგაში მუშაობის შესახებ ჰკითხეს: „შესაძლებელელია თქვენი ბუნდესლიგაში მუშაობა?''

სანიოლის პასუხი: „ბუნდესლიგა? ამჟამად, ინტერესი არ არსებობს. შესაძლებელია როდესმე ეს მოხდეს, მაგრამ ახლა საქართველოში მუშაობით ძალიან ბედნიერი ვარ და წასვლას არ ვაპირებ''.

47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა 33-დან 16 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს, 12 დათმეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველომ პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართული ფეხბურთის უდიდეს გამარჯვებაში მთავარი მწვრთნელის წვლილი დიდია, ფრანგი სპეციალისტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები