ბარსელონა, პარი სენ ჟერმენი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“ემოციურ დონეზე დიდი გამოცდილებაა“ - ენრიკე ბარსასთან მატჩზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის „ბარსელონა“ „პარი სენ ჟერმენს“ ესტუმრება. მატჩის წინ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ენრიკემ?

„ჩავის, როგორც მწვრთნელს, ისე არ ვიცნობ. ძალიან კარგად ვიცნობ კლუბს და ფეხბურთელებს, მაგრამ არ ვიცი ეს რაიმე სახის უპირატესობა არის, თუ არა. ემოციურ დონეზე ეს მატჩი ჩემთვის დიდი გამოცდილებაა, მაგრამ თავს გავართმევ. ეს არის სამუშაო და პროფესიონალი უნდა ვიყო.

მე მომწონს ბარსა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტს ჩემს გუნდზე ვფიქრობ. ვფიქრობ, ორივე გუნდი ბურთის დაჭერას შეეცდება და საკუთარი ფილოსოფიის ხარჯზე ბევრ რამეს გააკეთებს. მთავარი მაინც ბურთის ფლობა იქნება.

„პარი სენ ჟერმენი“ კარგ მდგომარეობაშია. კარგი პერიოდი გვაქვს. არანაირ ზეწოლას არ განვიცდით. პირიქით, მეტად ამბიციურები ვართ. ძალიან გვიხარია მეოთხედფინალში ყოფნა და მთავარი ენთუზიაზმია. „ბარსელონას“ დამარცხება შეგვიძლია.“

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე 2014/2017 წლებში „ბარსელონას“ წვრთნიდა და 2015 წელს ტრიპლეტი მოიგო.

ეს გუნდები უკანასკნელად 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში „პარი სენ ჟერმენმა“ 5:2 მოიგო. მომავალი დაპირისპირება 10 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერის ლეგენდა: “სალაჰი მსოფლიო დონის არ არის“
მანჩესტერის ლეგენდა: “სალაჰი მსოფლიო დონის არ არის“