ტეროსისტული საფრთხის გამო უეფა ჩემპიონთა ლიგის მატჩების გადადებას არ აპირებს
Aa
Aa

ტეროსისტული საფრთხის გამო უეფა ჩემპიონთა ლიგის მატჩების გადადებას არ აპირებს

ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ISIS”-ი ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ, უეფა ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის მატჩების გაუქმებას ტერორისტული საფრთხის გამო არ გეგმავენ.

„უეფამ იცის საეჭვო ტერორისტული საფრთხეები ჩემპიონთა ლიგის მატჩებთან დაკავშირებით და ადგილობრივ ხელისუფლებებთან მჭიდრო კავშირში არიან.

დაგეგმილია, რომ ყველა მატჩი გეგმის მიხედვით ჩატარდეს, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით“,

- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

9 აპრილს „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს, „არსენალი“ კი „ბაიერნს“ შეხვდება. 10 აპრილს პსჟ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, „ატლეტიკო“ კი „დორტმუნდის ბორუსიას“.

მატჩები 23:00 საათზე გაიმართება. განმეორებითი შეხვედრები ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტა გადაიღალა, მაგრამ...“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„ცოტა გადაიღალა, მაგრამ...“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე