ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მარტის MVP - კვარას მორიგი აღიარება ნაპოლიში

„ნაპოლის’’ მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. გამოკითხაში, რომელშიც „პარტენოპეის’’ ქომაგები მონაწილეობდნენ, პირველ ადგილზე ქართველი შემტევი გავიდა. ინფორმაცია „აძურიმ'' ოფიციალურად დაადასტურა.

„ნაპოლის'' ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „მარტის თვეში კვარა გმირი გახდა მისი სიღრმისეული თამაშით, გენიალური იდეები კიდევ ერთხელ დაუფასდა. ხვიჩა პირველი მოთამაშეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო, თებერვალშიც საუკეთესოდ დასახელდა. ვულოცავთ, ამ ჯილდოს მოპოვებას’’.

მარტის თვეში კვარამ სერია A-ს სამ მატჩში 2 გოლი შეაგდო, „იუვენტუსსა'' და „ტორინოს'' გაუტანა, „ინტერთან'' შეხვედრაში მინდორი უგოლოდ დატოვა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ბარსელონას'' წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა, თავი გოლით ან საგოლე პასით არ გამოუჩენია, კალცონამ მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე შეცვალა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის რვა შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა მის თანაგუნდელებს მომენტები რომ გამოეყენებინათ, მის აქტივში უფრო მეტი საგოლე გადაცემა იქნებოდა, ეს ეხება „ბარსელონასთან'' გამართულ საპასუხო შეხვედრასაც, როცა მატიას ოლივეირამ ბურთი ძელს გაარტყა, რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები