„ცოტა გადაიღალა, მაგრამ...“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„მონცასთან“ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლი“ სავარჯიშო პროცესს დღეს დაუბრუნდება და Castel Volturno-ს საწვრთნელ ბაზაზე უახლოესი მატჩისთვის დაიწყებს მზადებას.
გუნდმა სრული დატვირთვით ივარჯიშებს, თუმცა საწვრთნელ სესიას მატიას ოლივეირა გამოტოვებს, რომელმაც „მონცასთან“ მატჩში მცირე დაზიანება მიიღო. ურუგვაელი მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს საათებში შეფასდება.
„ნაპოლის“ საწვრთნელი პროცესი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, პასკუალე ტინამ მიმოიხილა, რომელიც ნეაპოლური გუნდის შიდასამზარეულოში აქტიურად არის ჩართული.
რას წერს პასკუალე ტინა:
ვარჯიში დღეს განახლდება და პირველ რიგში მატიას ოლივეირას მდგომარეობა უნდა გადამოწმდეს. უნდა გავიგოთ, არის თუ არა სერიოზული დაზიანება, რომელიც ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ, „მონცასთან“ მიიღო. ამან შესაძლოა მის ხელმისაწვდომობაზე იქონიოს გავლენა.
სავარჯიშო სისტემა კვლავ ისეთი იქნება, როგორიც „მონცასთან“ ვიხილეთ, პიოტრ ჟიელინსკისთან ერთად, რომელიც მომდევნო ტურშიც ითამაშებს. დაცვის ცენტრში ცვლილებები არ იქნება. კალცონასგან გავიდე, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ, მარცხნივ კი სავარაუდოდ მარიო რუი ითამაშებს. კვარაცხელია მთელი კვირის განმავლობაში დაღლილობას გრძნობდა, მაგრამ მისი თამაში სასტარტო შემადგენლობაში შესაძლებელი იქნება. სეზონის დარჩენილი ნაწილის სათამაშო სქემა სწორედ ახლა უნდა განისაზღვროს.
შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ატალანტას“, რომელსაც ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს გამართული, 2 ქულით ჩამორჩება.
ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ფროზინონეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.